პროექტის სახელწოდება: რომელ ბანკში გავხსნათ ანაბარი?

პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა ბანკში ვადიანი ანაბრის პირობებს, გაეცნობიან წლიური პროცენტის დარიცხვის წესს და შეძლებენ ოპტიმალურის ამორჩევას.

როექტის აქტუალურობა: პროექტი აქტუალურია რადგან ის დაკავშირებულია ყოფა ცხოვრებასთან და წარმოადგენს მოსწავლეებისათვის ინტერესის სფეროს.

პროექტის მიზანი: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს პრობლემური ამოცანების გადაჭრაში,გამოიყენებენ შესწავლილ მასალას რთული და მარტივი პროცენტის დარიცხვის შესახებ,  მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, ისწავლიან სამუშოს გადანაწილების , თანამშრომლობის, ინფორმაციის დამუშავების და პრეზენტაციის გაკეთების უნარ-ჩვევებს.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების , ჯგუფური მუშაობის და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, შეძლებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ინფორმაციის მოძიების და პრეზენტაციის წარმოდგენის დროს.

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად , ჯგუფები შეისწავლიან სხვადასხვა ბანკებში(მაგალითად საქართველოს ბანკი,თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი და აშ) ვადიანი ანაბრის პირობებს და წლიურ საპროცენტო განაკვეთს და მის პირობებს.  შემდეგ მოხდება ჯგუფების მიერ მოძიებული ინფორმაციის განხილვა დისკუსიის გზით. განიხილავენ თითეული ბანკის საპროცენტო განაკვეთს , მის პირობებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითეული ბანკის ასაკი და საიმედოობა, რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს , მოსწავლეები განიხილავენნ თითეულს და არჩევანს გააკეთებენ ერთი ან რამდენიმე ბანკის დაბალ საპროცენტო განაკვეთზე.  შემდეგ მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და წარმოადგენენ თითეული ბანკის საპროცენტო განაკვეთს ცხრილების და დიაგრამების სახით. წარმოადგენენ შეჯერებულ ინფორმაციას და მოახდენენ შესრულებული სამუშაოს ანალიზს .