თემა
სივრცული ფიგურები
საგანი
მათემატიკა
მოსწავლეთა რაოდენობა
7
კლასი
VI
სწავლის მიზანი
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას სივრცული ფიგურების შესახებ, შეძლებენ მისი ელემენტების( წიბოების, წახნაგების, წვეროების) დასახელებას, ამ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების აღწერას ეილერის ფორმულის სახით.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
აღწერს ფიგურათა მოცემულ გრაფიკულ გამოსახულებებს ან ფიგურათა ურთიერთმდებარეობას. ამზადებს  სივრცული ფიგურის შლილებს, განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით (სტანდ VI.7)
სხვადასხვა ფიგურებისთვის  ითვლის და ადარებს ერთმანეთს ეილერის მახასიათებლის მნიშვნელობებს, იყენებს ეილერის ფორმულას ფიგურის ელემენტების რაოდენობის დასადგენად. (სტანდ VI.9)

საჭირო ცოდნა და უნარები
მოსწავლეები წინა წელს შესწავლელი მასალიდან იცნობენ სივრცულ ფიგურებს
დაჯგუფების ფორმები
მთელი კლასი, ჯგუფები
სასწავლო მასალა
დაფა, სახელმძღვანელო, ცარცი, მარკერები, დავალების ბარათები, ,,ვიცი/მინდა ვიცოდე/ ვისწავლე“ ბარათები, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტის ფურცელი, მაგნიტური მაგფორმერები.
საკითხის სწავლების გეგმა-კონსპექტი
აქტივობა1. საორგანიზაციო საკითხები, საშინაო დავალების შემოწმება.

აქტივობა2. ახალი გაკვეთილის თემის გაცნობა. მოსწავლეთა გააქტიურებას მასწავლებელი იწყებს კითხვების დასმით: რომელი სივრცული ფიგურა იცით? სად გინახავთ? და აშ.

აქტივობა3. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ძველი პირამიდების , პიზის კოშკის , ცილინდრის შენობის და სხვა  სურათებს. მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ თითეული სივრცული ფიგურა და ააგონ თითეული მათგანი მაგნიტური მაგფორმერების დახმარებით.

აქტივობა4. მოსწავლეებს დაფაზე გაკრულ ფლიფჩარტის ფურცელზე დახაზულ ცხრილში შეაქვთ თითეული სივრცული ფიგურის წვეროების, წიბოების და წახნაგების რაოდენობა, ბოლო სვეტში კი წერენ e+f-k ( წვეროების რაოდენობას დამატებული წახნაგების რაოდენობა და გამოკლებული წიბოების რაოდენობა) . მოსწავლეები დაინახავენ რომ ბოლო სვეტში ჩაწერილი ყველა რიცხვი ერთიდაიგივეა და 2ის ტოლია და თითონ აღმოაჩენენ ეილერის ფორმულას.

აქტივობა5. სლაიდზე წარმოდგენილი ფიგურათა შლილებით ამ ფიგურის ამოცნობა.

აქტივობა6. ჯგუფებში დავალების ბარათების მიცემა. ორი მოცემულობის შემთხვევაში მესამის პოვნა და და ამ ფიგურის დადგენა მათი შლილების წარმოდგენით ფურცელზე.

აქტივობა7. ჯგუფების მიერ შესრულებული დავალების პრეზენტაცია.

აქტივობა8. ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე’’ ბარათების დასრულება.

აქტივობა9.გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა.